ვებ. გვერდით სარგებლობის სტანდარტული პირობები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება cccredit.ge-ზე (შემდგომში - „საიტი“ ან „ვებ-გვერდი“), რომელსაც მართავს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტი“ (შემდეგში - „სისი კრედიტი“, „კომპანია“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“). საიტის გამოყენების წინამდებარე პირობები (შემდგომში - „გამოყენების პირობები“, „შეთანხმება“ ან „პირობები“) აწესრიგებს საიტზე მომხმარებელთა წვდომას (შემდგომში _ „თქვენ“ ან „მომხმარებელი“), მის გამოყენებას და ვრცელდება ვებ-ვერდით ნებისმიერი სახით სარგებლობისას, მიუხედავად იმისა სარგებლობთ თუ არა სესხით ან სხვა რაიმე პროდუქტით. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ პირობებს, ვინაიდან ის წარმოადგენს კანონიერ შეთანხმებას. საიტზე შესვლით და მისი გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით მოცემულ გამოყენების პირობებს, მაშინ თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ისარგებლოთ ამ ვებ-გვერდით და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მისი მოხმარება.
I. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა1.1. ამ შეთანხმების საფუძველზე მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ვებ. გვერდით, მათ შორის მოახდინოს სასესხო განაცხადების დისტანციური შევსება, კომპანია კი თავის მხრივ უფლებამოსილია დაამუშავოს მომხმარებლის სასესხო განაცხადი (განაცხადი - ვებ. გვერდზე განთავსებული საინფორმაციო ველების ერთობლიობა, რომლის შევსებაც ხდება მომხმარებლის მიერ, მათ შორის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დოკუმენტის ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი, მობილურის ნომერი, სასურველი სესხის თანხა და ვადა) და სხვა პერსონალური მონაცემები შეთანხმების, სასესხო ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მონაცემების დამუშავება2.1. კომპანია მისი კანონიერი ინტერესის დაცვის, მომსახურების გაწევის, მის მიმართ არსებული ვალდებულებების აღრიცხვის და შესრულების უზრუნველყოფის მიზნებისთვის უფლებამოსილია დაამუშავოს მომხმარებლის მონაცემები (შეგროვება, შენახვა, შეყვანა, დარეგისტრირება, გადაცემა და სხვა), კერძოდ: სახელი; გვარი; პირადობის მოწმობის ნომერი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; საცხოვრებელი ადგილი; ელექტრონული ფოსტის მისამართი; ტელეფონის ნომერი; საკონტაქტო ინფორმაცია; სამუშაო ადგილი; პოზიცია; ანაზღაურება; საბანკო ანგარიშის ნომერი; საკრედიტო ისტორია; სასესხო განაცხადები, IP მისამართი და სხვა ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელმა სასესხო განაცხადში შეავსო ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც მომხმარებელმა სხვა ფორმით მიაწოდა კომპანიას ან რომელიც კომპანიისთვის ცნობილი გახდა. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს მესამე პირს და მიიღოს მისგან მომხმარებელზე ინფორმაცია.
2.2. კომპანიისთვის მომხმარებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსებით, სატელეფონო საუბრით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ნებისმიერი ფორმით ინფორმაციის მიწოდება განიხილება, როგორც მომხმარებლის თანხმობა ამ მონაცემების კომპანიის მხრიდან დამუშავების თაობაზე.
2.3. მომხმარებელი კომპანიას ანიჭებს უპირობო უფლებას მოიძიოს ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს/კ 204470740) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე მომხმარებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე მომხმარებლის როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური (ნეგატიური ინფორმაცია გადაეცემა ვადაგადაცილებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ - ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 დღის შემდეგ - იურიდიული პირების შემთხვევაში) ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს სს კრედიტინფო საქართველოს, რაც იწვევს მომხმარებლის აღრიცხვას კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებელი და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნებისთვის.
2.4. სს „კრედიტინფო საქართველოსათვის“ გადასაცემი ინფორმაცია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს: მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, მომხმარებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებლო წარმოების შედეგს, აგრეთვე მომხმარებლის აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს.
2.5. კრედიტინფო საქართველოს, რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს/გადაამუშავოს და გადასცეს მესამე პირებს მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით, მათ შორის იმ პირებს, რომლებთანაც სს „კრედიტინფო საქართველოს“ დადებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აღნიშნული ხასიათის მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებით.
2.6. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს კომპანიის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავდეს მისი მონაცემები, კერძოდ: სახელი; გვარი; სქესი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; ასაკი; მისამართი; საკონტაქტო ინფორმაცია; შევსებული სასესხო განაცხადები; IP მისამართი; საკრედიტო ისტორია; სესხის აღების და დაფარვის თარიღი; სამუშაო ადგილი; პოზიცია; შემოსავალი; ტელეფონის ნომერი; ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელმა სასესხო განაცხადში შეავსო ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც მომხმარებელმა სხვა ფორმით მიაწოდა კომპანიას ან რომელიც კომპანიისთვის ცნობილი გახდა.
2.7. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელზე ინფორმაცია გადასცეს სხვა კრედიტორებს, მათი უფლებების დასაცავად.
2.8. კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების/შეფასების (მათ შორის ვადაგადაცილების პერიოდში), მისთვის მომსახურების გაწევის, შეთავაზებების გასაკეთებლად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, წინასწარ დამტკიცებული ლიმიტების გამოსათვლელად, სტატისტიკის, სესხის გაცემის, კომპანიის კანონიერი ინტერესების დაცვის და სხვა კანონიერი მიზნებით, ძიებების რაოდენობების შეუზღუდავად მოიძიოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია (საკრედიტო ისტორია, საკრედიტო რეპორტი, მოთხოვნების რაოდენობა, ზოგადი ინფორმაცია კონტრაქტების შესახებ, მასთან დაკავშირებული მონაცემები, მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული სხვა მონაცემები, ასევე პერსონალური მონაცემები, მათ შორის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და სხვა) საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და ასევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია კრედიტინფო საქართველოს, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ.
2.9. მომხმარებელი თანახმაა კომპანიისგან მიიღოს პირდაპირი მარკეტინგის, წინასწარ დამტკიცებული ლიმიტების შეთავაზების, საინფორმაციო და სარეკლამო შეტყობინებები.
3. მოქმედება და სხვა
3.1. მომხმარებლისთვის ცნობილია და ეთანხმება, რომ ვებ. გვერდით ან/და მომსახურებით სარგებლობის პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომაც, კომპანია უფლებამოსილია, წინამდებარე პირობებში მოცემული მიზნებით, განახორციელოს მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის, მათ შორის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების, დამუშავება.
3.2. სისი კრედიტის მიერ მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არა ავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას.
3.3. დასამუშავებელი მონაცემები ასევე მოიცავს:
3.3.1. საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მიერ
ემიტირებული ბარათების და შესაბამისი საბარათე ანგარიშების ნებისმიერი
მონაცემები მათ შორის ბარათის/ანგარიშის ნომერი, მფლობელი და ასე შემდეგ.
3.3.2. სხვადასხვა საგადახდო პროვაიდერებთან დაფიქსირებული მომხმარებელის
ანგარიშის/აბონენტის მონაცემები (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე,
ანგარიშის/აბონენტის ნომერი და მისამართი)
3.3.3. სხვადასხვა ელექტრონულ არხებში ან/და ინტერნეტ სივრცეში გამჟღავნებული
ნებისმიერი მონაცემი (მათ შორის და არამარტო მზა ჩანაწერები ე.წ. cookies და სხვა) და მომხმარებელსა ან/და მის მიერ მითითებული მესამე პირ(ებ)ის აქტივობა აღნიშნულ არხებში (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ასეთ არხ(ებ)ში დალოგინებისა და ჩატარებული ქმედებებისა თუ ტრანზაქციების ისტორია);
3.4. თუ მომხმარებელი, მომსახურების მიღების მიზნით, სისი კრედიტს აწვდის მესამე პირების (დამატებითი ბარათის მფლობელი, თავდები პირი, ოჯახის წევრები, დამსაქმებელი და სხვა) შესახებ ინფორმაციას, მათ შორის და არამარტო ინფორმაციას პერსონალური მონაცემების, გადახდისუნარიანობის, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და სხვა, ხოლო სისი კრედიტი ახორციელებს აღნიშნული ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური მონაცემების, დამუშავებას სისი კრედიტის მომსახურების შესრულებისთვის ან/და მარკეტინგული მიზნით, მომხმარებელი თავად არის ვალდებული მოპოვებული ჰქონდეს აღნიშნულ პირთა თანხმობა, მათი პერსონალური მონაცემების კომპანიის მიერ დამუშავებაზე. მომხმარებლის მიერ ამგვარი ინფორმაციის სისი კრედიტისთვის (ან მისი უფლებამოსილი პირისთვის) მიწოდების ფაქტი გულისხმობს მომხმარებლის მიერ ამ პიროვნებისგან თანხმობის მოპოვებას და აღარ საჭიროებს სისი კრედიტის მიერ ასეთი დასტურის მოპოვებას. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე, რომელიც შესაძლოა მიადგენს სისი კრედიტს მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. მომხმარებელი თანახმაა აუნაზღაუროს და დაიცვას სისი კრედიტი ნებისმიერი ზარალისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შედეგობრივ ზარალს), საჩივრისგან, ხარჯისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებსაც სისი კრედიტი გაიღებს საკუთარი უფლებების განსახორციელებლად), იურიდიული პროცესისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც ამგვარი დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას.
4.1. კომპანიის ან/და წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მესამე პირ(ებ)ის მიერ მომხმარებლის ან მის მიერ მითითებული მესამე პირების პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია უკვე მითითებული მიზნების გარდა დამატებით განხორციელდეს შემდეგი მიზნებით:
4.1.1. მომსახურების სრულად და ჯეროვნად განხორციელებისთვის;
4.1.2. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ინფორმაციის აუდიტორული კომპანიების, პოტენციური ცესიონერის ან ცედენტის, მარეგულირებლის, მაკონტროლებლის ან სხვა ზედამხედველი ორგანოსათვის ხელმისაწვდომობისთვის;
4.1.3. კომპანიის მომსახურების გასაუმჯობესებლად და განვითარებისთვის, რა დროსაც კომპანია ახორციელებს მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის, მათ შორის საკრედიტო ისტორიის ანალიზს, სტატისტიკური მონაცემების ანალიზს და სხვა;
4.1.4. სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების ან/და პრეზენტაციების მოსამზადებლად და სადემონსტრაციოდ;
4.1.5. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე თაღლითობის, ფულის გათეთრების ან სხვა დანაშაულის გამოსავლენად ან/და პრევენციისთვის;
4.1.6. არსებული კრედიტის ფარგლებში, კრედიტის თანხის ოდენობის გაზრდის, ან/და კრედიტის სხვა პირობების (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მისი ვადიანობისა და საპროცენტის განაკვეთის) ცვლილების შეთავაზებისთვის, რის აუცილებელ წინაპირობასაც შეთავაზების მომენტისთვის მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის გადამოწმება წამოადგენს;
4.1.7. ახალი ან/და დამატებითი საკრედიტო ან არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზების მიზნით, რის აუცილებელ წინაპირობასაც შეთავაზების მომენტისთვის მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის გადამოწმება წარმოადგენს;
4.1.8. მარკეტინგული მიზნით, რაც გულისხმობს, როგორც კომპანიის მიერ, ასევე წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მესამე პირების მიერ სხვადასხვა პროდუქტების/მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას.
თუ სხვა რამ არ არის მითითებული გამოყენების პირობებში და იმ პირობით, რომ თქვენ ასრულებთ გამოყენების პირობებში მოცემულ ყველა ვალდებულებას, თქვენ გაქვთ უფლება დაათვალიეროთ, გადაიტანოთ, ამობეჭდოთ და გაავრცელოთ (მაგრამ არ გაქვთ უფლება შეცვალოთ) ამ ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია, იმ პირობით, რომ (1) ასეთი გამოყენება არის მხოლოდ საინფორმაციო, არაკომერციული მიზნებით განპირობებული და (2) ინფორმაციის ნებისმიერი გადატანისას დაცული იქნება, საავტორო უფლებები, მომიჯნავე უფლებები, სასაქონლო ნიშნები და გამოყენების პირობებთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები. თქვენ არ გაქვთ უფლება გააკეთოთ ასლი ან გამოიყენოთ ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, დაპატენტებული პროცესები ან ტექნოლოგიები, რომლებიც დატანილია ან აღწერილია ამ ვებ-გვერდზე. ამ ვებ-გვერდის წვდომისა და გამოყენებისას, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ყველა მოქმედ კანონმდებლობას და შესაბამის რეგულაციებს. თქვენ ეთანხმებით, არ გამოიყენოთ ეს საიტი ნებისმიერ უკანონო საქმიანობაში. სისი კრედიტს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ, სავარაუდო კანონდარღვევების შესახებ შეატყობინოს სამართალდამცავ ან შესაბამის ორგანოებს. თუ სისი კრედიტი შეიტყობს საჩივრის ან სხვა საშუალების მეშვეობით, ამ წესების სავარაუდო დარღვევის შესახებ, სისი კრედიტს უფლება აქვს (მაგრამ არ არის ვალდებული) განახორციელოს მომხმარებლის ქცევის გამოძიება, რა დროსაც მას უფლება აქვს შეაჩეროს მომსახურების გაწევა ნებისმიერი მომხმარებლისთვის და ამოიღოს ნებისმიერი მასალა სისი კრედიტის სერვერებიდან. თქვენ ეთანხმებით, რომ სრულად ითანამშრომლებთ ნებისმიერ ასეთ გამოძიებასთან. თქვენ აღიარებთ, რომ გამოყენების პირობების ან/და კონფიდენციალურობის პოლიტიკის დარღვევა შეიძლება იყოს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველი.
III. კონფიდენციალობის პოლიტიკაჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ ვეპყრობით საიტის მეშვეობით თქვენგან მიღებულ პერსონალურ ინფორმაციას. საიტზე შესვლით თქვენ აცხადებთ, რომ გესმით და ეთანხმებით ინფორმაციის დამუშავების, გამოყენების და გამჟღავნების პრაქტიკის წესებს რომელიც აღწერილია პირობებში, მათ შორის კონფიდენციალობის პოლიტიკაში. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია და მონაცემები ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის და Cookie-ფაილების შეტყობინების შესაბამისად, რომლებიც წარმოადგენს გამოყენების პირობების განუყოფელ ნაწილს და ვრცელდება საიტის მეშვეობით მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე. მათზე წვდომა შესაძლებელია ზემოაღნიშნული ბმულების მეშვეობით. ვებ-გვერდის სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და Cookie-ფაილების შეტყობინებას. კონფიდენციალობის პოლიტიკა ადგენს თქვენს უფლებებსა და სისი კრედიტის ვალდებულებებს თქვენ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშრებით. თქვენ ეთანხმებით, რომ სისი კრედიტს, თავისი შეხედულებისამებრ, შეუძლია შეცვალოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ვებ. გვერდით სარგებლობის და სხვა სტანდარტული წესები, რომ საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ასევე ეთანხმებით ნებისმიერ განხორციელებულ ცვლილებებს. თქვენ ადასტურებთ, რომ თუ თქვენ არ ეთანხმებით ნებისმიერ ამგვარ ცვლილებებს, თქვენ შეწყვეტთ საიტის გამოყენებას. აღნიშნული არ გულისხმობს ცვლილებამდე არსებულ პირობებზე მომხმარებლის უარს. თუკი გაქვთ შეკითხვები ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected].
IV. უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზეთუ სხვა რამ არ არის მითითებული, მოცემული ვებ-გვერდის შინაარსი მოწოდებულია ჩვენს მიერ ან სისი ჯგუფის წევრი სხვა კომპანიის მიერ. ეს ვებ-გვერდი, მისი დიზაინი და შინაარსი დაცულია საავტორო უფლებებით, სავაჭრო და სასაქონლო ნიშნითა და საქართველოს და/ან სხვა ქვეყნების კანონებით. ყველა უფლება ამ ვებ-გვერდზე გვეკუთვნის ჩვენ. სისი კრედიტის ლოგო და ზემოაღნიშნული სავაჭრო ნიშნების ვარიანტები ქართულ თუ სხვა ენაზე და გარკვეული სხვა სასაქონლო ნიშნები, რომლებიც გამოჩნდება ამ ვებ-გვერდზე (შემდგომში „სისი კრედიტის ნიშნები“), არის სისი ჯგუფის წევრი კომპანიების სავაჭრო ნიშნები ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები. თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ სისი კრედიტის სავაჭრო ნიშნები ცალკე ან სხვა სიტყვებთან კომბინაციაში ან ნებისმიერი სახის პრეს-რელიზში, რეკლამასა ან სხვა პრომო ან მარკეტინგის მასალებში ან მედიაში, იქნება ეს წერილობითი, ზეპირი, ელექტრონული, ვიზუალური ან რაიმე სხვა ფორმით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც პირდაპირ მითითებულია ამ გამოყენების პირობებში, ან როდესაც ეს ნებადართულია წერილობით სავაჭრო ნიშნის მფლობელის მიერ. მითითებები სხვა მხარეების სავაჭრო ნიშნებზე, ამ ვებ-გვერდზე მოცემულია მხოლოდ იდენტიფიკაციის მიზნებისთვის და მათი არსებობა არანაირად არ მიუთითებს იმაზე, რომ მათ შეიძლება გავლენა იქონიონ ამ ვებ-გვერდის მუშაობაზე ან მასზე არსებულ ინფორმაციაზე. ეს გამოყენების პირობები თქვენ არ გაძლევთ უფლებას გამოიყენოთ სხვა მხარეების სავაჭრო ნიშნები.
V. პასუხისმგებლობის მოხსნა და შეზღუდვაეს ვებ-გვერდი (მათ შორის შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი ინფორმაცია ან მისი ნაწილი) მოიცავს მხოლოდ ზოგად ინფორმაციას. ამ ვებ-გვერდის მეშვეობით ჩვენ არ გიწევთ პროფესიულ რჩევებს ან კონსულტაციას. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების ან რაიმე ქმედების განხორციელების წინ, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ფინანსებზე ან ბიზნესზე, მიმართეთ კვალიფიცირებულ პროფესიონალ მრჩეველს. თქვენს მიერ ამ ვებ-გვერდის გამოყენება თქვენი რისკის ფაქტორს წარმოადგენს და თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ვებ-გვერდის გამოყენებით მიღებულ ზარალზე. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას არანაირი ზარალის ანაზღაურებაზე იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი, სპეციფიკური, შემთხვევითი, შედეგობრივი თუ საჯარიმო ხასიათის ზარალი ან ნებისმიერი სხვა დაკავშირებული ან წარმოშობილი ზარალი. აღნიშნული პასუხისმგებლობის შეზღუდვის დებულება მოქმედებს სრულად კანონმდებლობით გათვალისწიენბული შეზღდვებით. ვებ-გვერდზე არსებულმა ლინკებმა შესაძლოა გადაგიყვანოთ მესამე მხარის ვებ-გვერდებსა თუ სხვა რესურსებზე, რომლებზეც ჩვენ არ ვახორციელებთ კონტროლს. ასეთ რესურსებს შესაძლოა მართავდნენ სისი ჯგუფის სხვა წევრები ან მესამე პირები. სისი კრედიტი არ არის პასუხისმგებელი ასეთი ვებ-გვერდების შინაარსზე ან მათ კონფიდენციალობის პოლიტიკაზე. ჩვენ არ გამოვხატავთ არანაირ გარანტიებს ასეთ ვებ-გვერდებთან და რესურსებთან დაკავშირებით. ლინკები ასეთ ვებ-გვერდებსა და რესურსებზე არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას მათზე ან მათზე მოცემულ შინაართან დაკავშირებით. სისი კრედიტი იყენებს სათანადო და ბაზრის პრაქტიკით დანერგილ დაცვის სტანდარტულ ტექნოლოგიებს თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ სისი კრედიტი იღებს გონივრულ ზომებს, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის უსაფრთხოება, ჩვენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ეს ინფორმაცია არ იქნება მოპოვოვებული ან გაშიფრული სხვების მიერ უკანონო საშუალებების გზით, როგორიც არის ჰაკერული თავდასხმა, თაღლითობა ან სხვა. არ არსებობს საშუალება, რომლითაც მიღწეული იქნება ინფორმაციის აბსოლუტური დაცვა ასეთი შეტევისგან. ამდენად, სისი კრედიტი არ იღებს პასუხისმგებლობას ინფორმაციის ზემოაღნიშნული სახით გამჟღავნებისთვის.
VI. დამატებითი პირობებიიმ შემთხვევაში თუ ამ გამოყენების პირობების ერთი ან რამდენიმე დებულება აღიარებული იქნება ბათილად ან არ ექნება იურიდიული ძალა რომელიმე იურისდიქციაში, მაშინ (1) ასეთ იურისდიქციაში იგი ხელახლა უნდა განიმარტოს ისე რომ, რომ მაქსიმალური ეფექტურობით იქნეს მიღწეული დებულების თავდაპირველი მიზანი, ხოლო ამ გამოყენების პირობების დანარჩენმა ნაწილმა უნდა შეინარჩუნოს სრული იურიდიული ძალა და (2) ყოველ სხვა იურისდიქციაში, ყველა ამ გამოყენების პირობებმა უნდა შეინარჩუნოს სრული იურიდიული ძალა. ჩვენ შეგვიძლია ცვლილებები შევიტანოთ მოცემულ გამოყენების პირობებში ან საიტის სხვა მახასიათებლებში ნებისმიერ დროს ჩვენი შეხედულებისამებრ. განახლებული გამოყენების პირობები განთავსდება გამოყენების პირობების ბმულზე (ანუ ამ ვებ-გვერდზე, რომელსაც თქვენ ამჟამად ათვალიერებთ) ან სხვაგან ამ ვებ-გვერდზე. მსგავსი განახლებები ძალაში შევა განთავსებისთანავე, თუ სხვა რამ არ არის მითითებული ჩვენს მიერ. თქვენი პასუხისმგებლობაა, თვალყური ადევნოთ ინფორმაციას განახლებული გამოყენების პირობების შესახებ, ვებ-გვერდის შემოწმების მეშვეობით. თქვენს მიერ ამ ვებ-გვერდით სარგებლობა ამ გამოყენების პირობების ცვლილებების შემდეგ, ნიშნავს რომ თქვენ ეთანხმებით გამოყენების პირობების ახალ ვერსიას.